Borjomi - Timotesubani | Hotel Eco Cottages
call to action

სასტუმრო ეკო კოტეჯები

სასტუმრო ეკო კოტეჯები ბორჯომის რაიონის სოფელ ტიმოთესუბანში მდებარეობს, 20 კმ.ში ბორჯომის აღმოსავლეთით. სოფელი ბუნებაშია ჩაფლული. აქ შესაძლებელია ულამაზესი ლაშქრობების განხორციელება ან უბრალოდ სეირნობა. საქართველოს ყველაზე დიდი ეროვნული პარკის, ბორჯომ-ხარაგაულის პარკის ერთ-ერთი შესასვლელი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრშია. ლაშქრობებთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ ბუნება და თავგადასავლები.

კოტეჯებიდან სულ რაღაც 200 მეტრში ტიმოთესუბნის მონასტერია. ჩვენს ერთ-ერთ ქვეთავში ,,ეკლესია-მონასტრები" იხილავთ ინფორმაციას მონასტრის შესახებ. ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში შუასაუკუნეების კედლის მხატვრობის შესანიშნავ ნიმუშებს იხილავთ, რომლებიც ოქროს ხანაში თამარის მეფობის დროს 1205 - 1215 წლებში შეიქმნა. 2006 წელს საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა ევოპელ პარტნიორებთან ერთად მიიღო ცულტურული მემკვიდრეობის პრიზი მონასტერში გაწეული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თავი ეკლესია-მონასტრები  > highlight ტიმოთესუბნის მონასტერი.

makamtiulishvili771@gmail.com

ოთახები

  • 4 კოტეჯი4-7 ადამიანისთვის თითოეულში
  • ყოველ კოტეჯს აქვს საერთო ოთახი, სამხარეულო და სააბაზანო
  • კაფეტერია

ფასები (საუზმის ჩათვლით)

  • სტანდარტული კოტეჯი 120 ლარი
  • VIP კოტეჯი 220 ლარი

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ.ფოსტა: makamtiulishvili771@gmail.com

  • ტელ.: +995 596 106 449

Fields marked with * are required.